ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში სახანძრო-სამაშველო სამსახურები ხანძრის ლოკალიზებას ახდენენ.
ცეცხლი 30 ჰექტრამდე ფართობს გაუჩნდა. მიზეზი, სავარაუდოდ, საგაზაფხულო სამუშაოებია, რის გამოც, ცეცხლი ბუჩქნარს გაუჩნდა და ქარის გამო მთელ ფართობზე გავრცელდა.
„ხანძარი, დაახლოებით, 20 წუთის წინ გაჩნდა. ოზურგეთის სახანძრო სამსახურმა დროული რეაგირების შედეგად თითქმის მთლიან ფართობზე ცეცხლის ჩაქრობა შეძლო, დარჩენილია მცირე კერები, საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის,” – ამბობს “გურიანიუსთან” საუბრისას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოსიკო თითიბაძე.