ოზურგეთის #60 საარჩევნო ოლქში, საუბნო საარჩევნო კომისიის ოთხმა წევრმა, მეორე ტურში, მუშაობაზე უარი თქვა. მათ შორისაა #04 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნატალია ხომერიკი.
ამის შესახებ ინფორმაცია “გურია ნიუსს” საოლქო კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად თენიეშვილმა დაუდასტურა.
მისივე ინფორმაციით, ოთხივე პირი ოლქის მიერ იყო დანიშნული.
_ სულ ოთხმა პირმა დაწერა განცხადება. ერთი მელექედურის საარჩევნო უბანზე იყო, ერთი წითელმთაში, ერთი ქალაქის #03 უბანზე, ხოლო ერთი #04 უბანზე. სამი მათგანის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მუშაობას ოჯახური პირობების გამო ვერ შეძლებდნენ.
რაც შეეხება #04 საარჩევნო უბანის წევრს, კომისიის თავმჯდომარეს ნატალია ხომერიკს, მას განცხადებაში მითიTებული აქვს, რომ კომისიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ტოვებს, _ გვითხრა თენიეშვილმა.
რაც შეეხება პარტიების მიერ დანიშნულ წევრებს _ ამ დროისთვის, ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში პარტიებიდან წევრის შეცვლის თაობაზე არცერთი განცხადება არ შესულა.
ზვიად თენიეშვილის თქმით მათ ამისთვის კანონით განსაზღვრული ვადა ჯერ არ ამოწირვიათ.