დღეს, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავი ოზურგეთში, გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, მოკრძალებულად აღინიშნა.
ქალაქის ცენტრში აღმართულ ობელისკთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
ამჟამად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 4 ვეტერანი ცხოვრობს.
თითოეულ მათგანს ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა პირად ანგარიშზე 1 000 – 1 000 ლარი გადაურიცხა.