როგორც ცნობილი ხდება, ორი დღის წინ მოსულმა უხვმა ნალექმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფლის შიდა გზა და მდინარე ნატანების მიმდებარე ტერიტორიები დააზიანა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე, სტიქიით გამოწვეულ პრობლემებს ადგილზე ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად გაეცნო.
_ძირითადად, მოხდა შიდა გზების მცირედით დაზიანება. უმეტესად კი შესასრულებელია, მდინარე ნატანების გასწვრივ, ნაპირსამაგრი სამუშაოები, რასაც მერია მალე განახორციელებს, – უთხრეს „გურია ნიუსს“ ოზურგეთის მერიის პრესსამსახურში.