ოზურგეთში აგრარული ბაზარი დაიხურა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ მიიღომ. ასევე აიკრძალა გარევაჭრობა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის უფროსის, ეკატერინე მგელაძის თქმით, ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ აგრარულ ბაზარში მომხარებლები დადგენილ წესებს არ იცავდნენ.
„მუნიციპალიტეტმა ყველაფერი გააკეთა, რომ ბაზარში დაცული ყოფილიყო ყველა ნორმები, მაგრამ ხალხის ნაკადი იყო დიდი“,_ აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს ეკატერინე მგელაძემ.
„ერთ ადგილას ხუთზე მეტი ადამიანი იდგა, რომ კარტოფილი ან სხვა პროდუქტი შეეძინათ. არ იცავდნენ დადგენილ წესებს. ამ ხალხს კიდევ არ აქვს შეგრძნება, რა შეიძლება მოხდეს მათი დაუდევრობით“,_ გვითხრა ერთ-ერთმა ინდმეწარმემ, რომელიც ბაზრის დაკეტვას ნაწილობრივ ეთანხმება.
„გურია ნიუსმა“ კიდევ ერთი ინდმეწარმე ჩაწერა.
„კაცმა, არ იცის, რა მოხდება და წინ რა გველოდება. ჩვენ ყველა წესებს ვიცავდით. ბაზრის ტერიტორია, არაერთხელ დასუფთავდა და დეზინფექცია ჩატარდა. ვინ დაგვეხმარება და ვინ მოაგვარებს ამ პრობლემას, არავინ იცის“,_ გვითხრა ოზურგეთელმა ინდმეწარმემ.