1 იანვარს “მედალფას ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში”, ორი ახალშობილი დაიბადა, ორივე მათგანი მდედობრითი სქესისაა.
სამეანო გინეკოლოგიური განყოფილების საოპერაციოს მედდის, ნანა სალუქვაძის თქმით, პირველი ახალშობილი 03:00 დაიბადა და ის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნინოშვილის მკვიდრია.
ნინო ჩხარტიშილი-ჯიჯიეშვილი ახალშობილის დედა: ბარბარე, 2 კგ. და 960 გრამი დაიბადა. ოზურგეთის პირველი მოქალაქე კი ლილე მელუა გახდა, რომელიც 04:30 წუთზე დაიბადა, ის 3 კგ. 350 გრამია. მშობელი თამთა ჩხაიძე-მელუაა.
ნანა სალუქვაძის თქმით, ორივე მათგანი თავს კარგად გრძნობს.