Developed By Web Features 2024 © All rights reserved
ლიეტუვას ქალაქ ალიტუსის მუნიციპალიტეტსა და ოზურგეთს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ერთობლივი პროექტები და გაცვლითი ვიზიტები ხორციელდება.
„ქალების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების პერსპექტივები და გამოცდილების გაზიარება ალიტუსის მუნიციპალიტეტის მაგალითზე“ – ახალი პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთში, ალიტუსის 7-კაციანი დელეგაცია იმყოფება.
დღეს, ალიტუსის მერი ალგირდას ვრუბლიაუსკასი, დელეგაციასთან ერთად, გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულს ზურაბ ნასარაიას, რწმუნებულის მოადგილეებს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. ალიტუსსა და ოზურგეთს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი 2015 წელს გაფორმდა. ამ დროის განმავლობაში, მხარეებმა რამდენიმე ერთობლივი პროექტები: „აქტიური ადგილობრივი მოქმედების ჯგუფები – ალიტუსის რაიონის გამოცდილების გადაცემა ოზურგეთისთვის,“ „სოციალური დახმარების მოდელები ოზურგეთისა და ალიტუსის მუნიციპალიტეტებისთვის,“ და „ტურიზმის განვითარება და მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესება“ განახორციელეს. დელეგაცია ოზურგეთში 29 სექტემბრამდე დარჩება. (R)
Developed By Web Features 2024 © All rights reserved