ოზურგეთის აგრარული ბაზრის ტერიტორიად მოაზრებულ ფართობზე, სადაც მრავალი სასურსათო მაღაზიაა განთავსებული და ერთი საერთო ჭიშკრის გამო, ბაზრის დაკეტვის შემდეგ, ამ სავაჭრო ობიექტებსაც პრობლემა შეექმნათ, დღეს უკვე მუშაობას შეუდგნენ.
დილიდანვე აქ არსებულ მარკეტებში მომუშავე პერსონალს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი. ჭიშკარი ღიაა, სადაც შემსვლელთა რაოდენობას პოლიცია თუ ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები აკონტროლებენ. თვით მაღაზიებში, 2-3 ადამიანს, პირბადის გარეშე არ უჩვებენ. გარეთ კი, მარკეტების შესასვლელებთან თუ ხორცის და სხვა პროდუქციის გასაყიდ წერტილებთან, დისტანციურად დგომისთვის, მონიშნეს ადგილები და მოუწოდებენ მოქალაქეებს, დაიცვან დგომის წესები.
_ ჩვენ, მაღაზიების მფლობელები გავაკონტროლებთ აქ ყველაფერს. სეს-ის რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ნება დაგვრთეს, რომ დაგვეწყო მუშაობა, რადგან ყველა მითითებული რეკომენდაცია შევასრულეთ და ვასრულებთ, – გვითხრა ინდმეწარმე გიული მაისურაძემ.
რაც შეეხება აგრარულ ბაზარს, ეს ნაწილი ჯებირით გადაიკეტა და ახლა აქ სხვადასხვა სარემონტო სამუშაოს ასრულებენ, რაც ბაზრის დირექტორის თქმით, ერთ კვირაში დასრულდება და მალე სოფლის მოსახლეობას საშუალება ექნება, საკუთარი პროდუქცია გასაყიდად გამოიტანოს.