ქალაქ ოზურგეთში დასრულდა 23 წლამდელთა შორის, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ფინალური შეხვედრები.
60 და 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველი ადგილები და ოქროს მედლები ოზურგეთელმა მოჭიდავეებმა ირაკლი ძიმისტარაშვილმა და გიორგი გუჯაბიძემ მოიპოვეს.
სხვადასხვა წონით კატეგორიაში გამარჯვებულები გახდნენ: 55 კგ. – ფრიდონ აბულაძე; 60 კგ. – ირაკლი ძიმისტარიშვილი; 63 კგ. – გიორგი გუჯაბიძე; 67 კგ. – გიორგი კურტანიძე; 72 კგ. – ოთარ აბულაძე; 77 კგ. – დავით სოლოღაშვილი; 82 კგ. – აივენგო რიკაძე; 87 კგ. – გურამ ხეცურიანი; 97 კგ. – საბა ბუხრიკიძე; 130 კგ. – გიორგი ბარბაქაძე.
ღონისძიებას ორგანიზება საქართველოს ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციან, ოზურგეთის მერიისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების მხარდაჭერით გაუწია. შეჯიბრება ვახტანგ ბლაგიძის სახელობის სპორტის სასახლეში გაიმართა.