ქალაქ ოზურგეთში, სპეციალურად ბოშებისთვის, საკვირაო სკოლა ამოქმედდა. სკოლამ ”მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში” დაიწყო ფუნქციონირება და ყველა მსურველს ქართულ ენაზე წერა-კითხვას შეასწავლის.
გაკვეთილებს საკვირაო სკოლაში პედაგოგი ლეილა კოსტავა უძღვება. პირველმა სასწავლო დღემ საკმაოდ ხალისიანად და ენთუზიაზმით ჩაიარა. საკვირაო სკოლაში ხსენებული გაკვეთილები კვირაში ერთხელ ჩატარდება. აღნიშნული ინიციატივა ეროვნებით ბოშა ოზურგეთელების საზოგადოებაში მეტი ინტეგრაციისა და რესოციალიზაციის მიზანს ემსახურება.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved