16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქუთაისის ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის ხელმძღვანელობამ ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრთან ერთად საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომ ქალაქ ოზურგეთში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისულმა ცენტრმა მუშაობა უკვე დაიწყო, სადაც სამი ადამიანია დასაქმებული.
“მისასალმებელია ის ფაქტია, რომ ოზურგეთში გაიხსნა ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული მომსახურების ცენტრი და შეგვიძლია დახმარება გავუწიოთ იმ ადმაიანებს , რომლებსაც სჭირდებათ თითოეული ჩვენგანის დახმარება, რომელიც წარმოადგენენ ოჯახის ძალადობის მსხვერპლს“, – თქვა შეხვედრის დროს ცენტრის იურისტმა ირაკლი კუტუბიძემ.
როგორც “გურია ნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, ცენტრი ოფიციალურად 10 დეკემბრამდე გაიხსნება.