ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა შეხვედრა, სადაც ისაუბრეს ელექტრონული პეტიციის გამოყენების შესაძლებლობებზე და მის მნიშვნელობაზე.
შეხვედრაზე “პროგრესის სახლის“ ხელმძღვანელმა მინდია სალუქვაძე გამართა პრეზენტაცია ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის და დაინტერსებული მოქალაქეებისთვის. შეხვედრის განმავლობაში, ისაუბრეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დანერგილი ელექტრონული პეტიციის მექანიზმზე. მისი გამოყენების უპირატესობაზე და დარეგისტრირების წესზე.
შეხვედრის მეორე ნაწილი დამაზუსტებელ კითხვებს დაეთმო. მონაწილეებს განსაკუთრებით მოეწონათ უკვე დარეგისტრირებული პეტიციის სოციალურ ქსელში გაზიარების ფუნქცია. მათი აზრით, ეს ბევრად მოსახერხებელს გახდის ინფორმაციის მხარდაჭერებამდე მიტანას.
მინდია სალუქვაძის თქმით, მოქალაქეები უფრო აქტიურები უნდა გახდნენ და მათი ჩართულობა აუცილებელი თვითმმართველობის განვითარების საკითხებში.