“გურია ნიუსმა“ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამართალდამცავებმა ქალაქ ოზურგეთში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის თანამშრომელი გ-თ.-ძე დააკავეს _ ამ ინფორმაციას უკვე ოფიციალურად ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.
პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთში დააკავეს ერთი პირი. გამოძიება მიმდინარეობს სისხლი სამართლის კოდექსის 260 მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას.