ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის გურიის ბიუროს ორგანიზებით, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და დასვენების პარკში, საქართველოში მიმდინარე ევროპის დღეები 2019-ის ფარგლებში „ევროპის დღე “გაიმართა.
ღონისძიება, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის გურიის ბიუროს ხელმძღვანელმა სამსონ სიამაშვილმა გახსნა. ჩატარდა სხვადასხვა სპორტული და კულტურული აქტივობა, მოეწყო ესეების კონკურსში -„ევროპა ჩემთვის არის..“ მონაწილეების დაჯილდოება.
გაიმართა ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი. სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, 2019 წელს უკვე მეშვიდედ ახორციელებს ევროპის დღეებს, რომლის მიზანიც არის საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესისა და აღნიშნულ პროცესში მოსახლეობის ჩართულობის მაქსიმალური ხელშეწყობის შესახებ.
ღონისძიებას დაესწრნენ გურიაში სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები და სხვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. „ევროპის დღე “ 2019 – გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.
(R)