დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, გარევაჭრობის რეგულაციების წესის პროექტზე, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
საკითხის ირგვლივ იურიდიული სამსახურის უფროსმა, ლაშა თავაძემ ისაუბრა.
-ძირითადდ, დღეის მდგომარეობით, გარემოვაჭრეები ვინც არიან, სარგებლობის უფლებით გადაეცემათ ის ადგილები, რომელსაც მერია შეარჩევს. გადაცემა მოხდება იმ პირთათვის, ვინც იქნება გარევაჭრობის მოსურნე და მერიას ამის თაობაზე განცხადებით მიმართავს, _ თქვა მან.
საკრებულოს წევრებმა გაკარგულების მიღებას და მასზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას, მხარი დაუჭირეს.