ოზურგეთში, გაზით ოჯახის სამი წევრი მოიწამლა.
შემთხვევა ორი დღის წინ, ნიკო ნოკოლაძის ქუჩაზე, მრავალბიანიანი საცხოვრებლის ერთ-ერთ ბინაში მოხდა.
როგორც გვითხრეს, სავარაუდოდ, ნამწვის ბინაში დაგროვება, გაუმართავმა წყლის გამათბობელმა გამოიწვია.
სამივე დაზარალებული მკურნალობას “მედალფას” ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში გადის.
საავადმყოფოს დირექტორის დავით მდინარაძის ინფორმაციით მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება:
“შემოიყვანეს სამი ქალბატონო _ 40, 27 და 17 წლის. ამ დროისთვის ისინი მკურნალობის კურსს გადიან და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას დავით მდინარაძემ.