დღეს, დილით, ოზურგეთელებს გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის პლაკატებზე ერთნაირი წარწერები დახვდათ გაკეთებული.
“კაგებე” _ აწერია პლაკატებს, სადაც სამარცხვინოს უწოდებენ ოპოზიციაში:
“ქართულ ოცნებამ” კარგად იცის, რომ მათ მოღალატე კანდიდატს არჩევნები წაგებული აქვს და ასეთი მეთოდებით გვებრძვიან, რაც სამარცხვინოა”, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან” საუბრისას “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ბესო ქათამაძემ.
მისივე თქმით, არც ოზურგეთის თეატრთან, არც საპატრულო პოლიციასთან და არც იუსტიციის სახლთან, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც დააზიანეს პლაკატები, კამერები არ აყენია და შესაბამისად, უცნობია ვინ გააფუჭა პლაკატები და ვინ დაარღვია კანონი.