18 აპრილს ოზურგეთში, სოფელ შემოქმედში გარდაცვლილი თემურ ონიანის გვამს ბათუმში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა.
„გურია ნიუსი“ დაუკავშირდა სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს ეკა ჭუმბურიძეს.
_ ამ ეტაპზე შეგვიძლია გითხრათ, რომ გუშინ, საღამოს 9 საათისთვის ავიღეთ ნიმუშები კვლევისთვის და ამჟამად მიმდინარეობს გამოკვლევა, _ გვითხრა მან.