ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ცენტრის მონაცემებით, ოზურგეთში სულ ინფიცირების 2434 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 2204 ადამიანი, გარდაცვლილია 23. აქტიურია 207 შემთხვევა.