ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები გამოვლინდა.
ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსზე ჩატარებული 129 ტესტიდან ინფიცირების 24 შემთხვევა დადასტურდა.
ამ დროისთვის, ოზურგეთში სულ კორონავირუსით ინფიცირების 2163 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 1444 ადამიანი, გარდაიცვალა 20.
სულ აქტიურია ინფიცირების 699 შემთხვევა.
ინფიცირებული პაციენტებიდან სატაციონარში მკურნალობას გადის 81, საკარანტინე სივრცეში- 91, ბინაზე- 527.
თვითიზოლაციაში, ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი 92 პირია.