ოზურგეთში ინფიცირების ახალი შემთხვევების დინამიკა მზარდია. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემილოგმა ელზა სიმონიშვილმა განუცხადა.
„ოზურგეთში მომატებული გვაქვს ინფიცირების შემთხვევები, ასევე მზარდია ახალი შემთხვევების დინამიკა. ადგილზე, სტაციონარში 22 პაციენტი გვყავს. მძიმე პაციენტები ამ ეტაპზე არ არიან. რაც შეეხება ტესტირებას, მომატებულია მოსახლეობის აქტიურობა. მათ შორის არის პედაგოგიური პერსონალი, ასევე თვითდინებით მოსული პაციენტები, ვისაც ცხელება აქვს და ასევე ასიმპტომური პაციენტები. ტესტირება ადგილზე მიმდინარეობს, ასევე გვაქვს გასვლები. მივდივართ და ვტესტავთ პაციენტებს, რომლებსაც ტრანსპორტირების საშუალება არ აქვთ. ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა ასე ჩატარებული ტესტების შედეგად დაფიქსირდა “,_ ამბობს სიმონიშვილი.
ოზურგეთში სულ დაფიქსირებულია კორონავირუსით ინფიცირების 4197 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 3984 ადამიანი, გარდაცვლილია 55, აქტიურია ინფიცირების 158 შემთხვევა. გასულ 24 საათში კი ინფიცირების 23 შემთხვევა დაფიქსირდა.
დღეს კი გეგმიური ტესტირება სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალს ჩაუტარდა.