ოზურგეთში კოვიდინფიცირებული კიდევ 1 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი სოფელ ნატანების მცხოვრები 83 წლამდე ასაკის პირია.
ჯანდაცვის ცენტრში „გურია ნიუსს“ განუცხადეს, რომ ინფიცირებული ბათუმში მდებარე კოვიდკლინიკაში მკურნალობდა, სადაც გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა.
სულ ოზურგეთში კოვიდინფიცირების შედეგად 60 ადამიანია გარდაცვლილი.