ამ წუთებში ოზურგეთში ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კახა გულედანი იმყოფება. მან რამდენიმეწუთიანი შეხვედრა გამართა გურიის გუბერნიაში მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან. გულედანი ოზურგეთში მომხდარი სტიქიის შესახებ ინფორმაციას გაეცნო.
ოზურგეთში იმყოფებიან უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები.
ხელისუფლების განცხადებით, ზარალის ოდენობა, თითქმის დათვლილია და დაზარალებულებს უმოკლეს დროში დაეხმარებიან.