ოზურგეთში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა შეხვედრა, რომელიც შეეხებოდა კოვიდ 19-ის გავლენას ეკონომიკაზე.
შეხვედრის მომხსენებელმა კახაბერ დაუშვილმა შეხვედრაზე ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომელიც კორონავირუსის დროს გაჩნდა მსოფლიოში.
დაუშვილის მოწოდებული ინფორმაციით, 2020 წელს კოვიდის გავლენით ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 7 მილიარდ ლარს დაკარგავს. ეროვნული ბანკის მონაცემებით კი მიმდინარე პერიოდის ინფლაცია 6, 1 პროცენტი იქნება.
კოვიდ 19 ყველა სფეროს შეეხო. ეკონომიკის სფეროები კი განსაკუთრებით დააზარალა.
კოვიდის ნეგატიური გავლენები ოზურგეთსაც შეეხო. ტურიზმი და გასართობი სექტორი ყველაზე მეტად დაზარალდა. ზარალი შეეხო გადამამუშავებელ წარმოებასაც.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა, ალეკო მამეშვილმა შეხვედრაზე თქვა, რომ მუშავდება სპეციალური გეგმა, როგორ მოხდეს კრიზისის გადალახვა.