ქალაქ ოზურგეთში 15 ნოემბერს, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში, მუსიკოსისა და პოეტის იური ჩიხლაძის ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართება.
იური ჩიხლაძე ღირსების ორდენით ქართული ფოლკლორის შენარჩუნების, განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის იყო დაჯილდოებული.
პრეზენტაციის ორგანიზატორი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრია.
იური ჩიხლაძის სიცოცხლე 2011 წელს მომხდარ ავარიას ემსხვერპლა.