„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ოზურგეთის ოფისში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ქალთა უფლებების, ოჯახში ძალადობისა და დისკრიმინაციის საკითხებზე. შეხვედრის მომხსენებლები იყვნენ: პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი ბელა ფიფია და საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენელი მარიეტა ახვლედიანი.
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის აღმასრულებელი დირექტორის, ნინა ხატისკაცის თქმით, მსგავსი შეხვედრები საქართველოს მასშტაბით იმართება.
_ შეხვედრის ფორმატი არის მართლაც განსაკუთრებული, იმიტომ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, სხვადასხვა საჯარო უწყებები, მათ შორის- საქართველოს პარლამენტი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახალხო დამცველის ოფისი ერთ სივრცეში ვსაუბრობთ ყველაზე მტკვინეულ თემებზე – ეს არის ოჯახში ძალადობა, გენდერული თანასწორობის საკითხები. აქ არის დისკრიმინაციის გამოვლინებები და მათზე რეაგირებები. ეს საუბარი არ არის მხოლოდ ინფორმაციის მიწოდება, არამედ თანამშრობლობის ფორმების პრესპექტივის დასახვა, გარკვეული ნაბიჯები გადადგმულია, მაგრამ პრობლემაა ქვეყანაში დარჩენილი და გვინდა, რომ მივიღოთ იგივე მუნიციპალიტეტებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციისგან მათი ხედვები, როგორ უნდა მოხდეს იგივე პრევენციაზე უკეთ მუშაობა, ხომ არ არის დასანერგი გარკვეული მექანიზმები, სწორედ ეს იყო ჩვენი შეხვედრის მიზანი. – თქვა ნინა ხატისკაცმა.
სპიკერებმა ისაუბრეს და უპასუხეს დამსწრეთა შეკითხვებს-ქალთა უფლებებზე, ოჯახში ძალადობასა და დისკრიმინაციის საკითებზე; ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროში ახლადშექმნილი ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ამოცანებსა და სამომავლო გეგმებზე.