25 დეკემბერს კათოლიკური ეკლესია აღნიშნავს შობის ბრწყინავლე დიდ დღესასწაულს აღნიშნავს. შობის წინა დღეს ოზურგეთის წმ. სტეფანეს სახელობის კათოლიკური ეკლესიაში,მამა გაბრიელემ (ბრაგანტინი), რომელიც დასავლეთ საქართველოს კათოლიკური ეკლესიების წინამძღვარია, საზეიმო წირვა ჩაატარა. წირვას 60 ადამიანი დაესწრო.
“გურია ნიუსმა“ დღეს ქალაქ ოზურგეთში მცხოვრები ლიზი ხითაროვი ჩაწერა, რომელიც წლებია დადის ოზურგეთის კათოლიკურ ეკლესიაში.
“ეს დღეები არის დღესასწაული და ასევე გვიხარია, რომ შობას ვდღესასწაულობთ. ასევე მინდა გითხრათ, რომ ხვალ არის წმ. სტეფანეს ხსენების დღე და ოზურგეთში საქართველოს ლათინკათოლიკეთა სამოციქულოს ადმინისტრატორი მეუფე ჯუზეპე პაზოტო გვესტუმრება, წირვის შემდეგ კი გაიმართება პატარა კონცერტი შობასთან დაკავშირებით,“ – გვითხრა ლიზი ხითაროვმა.