ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ოზურგეთის საკათედრო ტაძარში ხარების დღესასწაულზე წირვა-ლოცვას ატარებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები. მრევლი აქ დილიდან შეიკრიბა.
მათი რაოდენობა, გაცილებით მცირერიცხოვანია, ვიდრე გასულ წლებში.
მიტროპოლიტის ლოცვა-კურთხევას მრევლის ნაწილი ტაძარში, ნაწილიც კი ეზოში ისმენდა.
„პანდემიას ყველა უფრთხის. ურჩევნიათ, შინ ილოცონ. ჩვენ ყველა პირბადეებით ვართ. უფალი დიდია. ვამჯობინეთ, ეს ბრწყინვალე დრესასწაული, ღვთის სახლში აღგვენიშნა“ _ თქვა მრევლის რამდენიმე წარმომადგენელმა „გურია ნიუსთან“.
ქრისტოლოგიაში ხარების დღესასწაული ითვლება კაცობრიობის ხსნის დასაწყისად, საუკუნეების განმავლობაში დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადებად.