„გურია ნიუსისთვის“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ოზურგეთში კიდევ 2 ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.
როგორც ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, გარდაცვალების შემთხვევები წინა დღეებში დაფიქსირდა, მაგრამ ჯანდაცვის ცენტრს დაგვიანებით აცნობეს, რის გამოც მონაცემებში დაგვიანებით აისახა.
„წინა დღეებში იყო დარეგისტრირებული, მაგრამ ჩვენთვის ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი გუშინ, დღის მეორე ნახევარში გახდა. გარდაცვლილია 2 ქალბატონი. ოზურგეთის მცხოვრებლები არიან,მკურნალობდნენ კლინიკა „მედალფაში“ და გარდაიცვალნენ. რაღაც მიზეზების გამო დაგვიანებით მოგვაწოდეს ინფორმაცია“,_ გვეუბნებიან ჯანდაცვის ცენტრში.
სულ ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირებული 45 ადამიანია გარდაცვლილი.




































































