გურიაში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა.
ინფიცირებული მამაკაცია და ის ამ დროისთვის კლინიკაში გადაჰყავთ.
როგორც „გურია ნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, არჩილ მჟავიამ განუცხადა, ინფიცირების შემთხვევა ოზურგეთის ტერიტორიაზე დაფიქსირდა.
„ინფიცირების შემთხევა გამოვლინდა ქალაქის ტერიტორიაზე. მიმდინარეობს ეპიდკვლევა. დგინდება კონტაქტები. ავიღებთ ნიმუშებს და პასუხები ცნობილი იქნება ხვალ“,_ ამბობს მჟავია.