ოზურგეთში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. როგორც “გურია ნიუსისთვის” ცნობილი ხდება, ვირუსი დაუდასტურდათ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანაში დაინფიცირებული მამაკაცის შვილსა და შვილიშვილს. ასევე, სოფელ ბახვში მცხოვრებ მამაკაცს, რომლის ოჯახში ერთი ინფიცირებული უკვე იყო.
ამ დროისთთვის გურიაში კორონავირუსის 37 დადასტურებული შემთხვევაა.
გურიაში ვირუსი პირველად 4 სექტემბერს დაფიქსირდა.