ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 9 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 37 შემთხვევა, საიდანაც 19 ინფიცირებული სტაციონარში, 5 საკატანტინე სივრცეში, 13 კი ბინაზე მკურნალობს.