ოზურგეთში, კლინიკა „მედალფაში“, კორონავირუსით 62 წლის ქალი გარდაიცვალა. ის სოფელ ლაითურის მკვიდრია.
„გურია ნინუსი“ კლინიკის დირექტორს, დავით მდინარაძეს დაუკავშირდა და კომენტარი თხოვა მომხდარი ფაქტის შესახებ:
_ ქალბატონი, რომელიც გარდაიცვალა ჩვენს კლინიკაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. შემოვიდა ჩვენთან პნევმონიით. ჰქონდა სუნთქვის უკმრისობა, გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა. მოვათავსეთ რეანიმაციაში. აუღეს ანალიზი. დადასტურდა კორონავირუსი. მაქსიმალურად თავსევლებოდა ყველა. როგორც კი დაიწყო თირკმლის უკმარისობა, დავუკავშირდით 112-ს, თუმცა მათ მოსვლამდე გარდაიცვალა, – გვითხრა დავით მდინარაძემ.


































































