ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ცენტრის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში 584 ტესტი ჩატარდა.
ამ დროისთვის ოზურგეთში დადასტურებულია 3296 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 3169 ადამიანი, გარდაცვლილია 30.