ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები კლებულობს. ამის შესახებ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ „გურია ნიუსისთვის“ მოცემულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, გასულ 24 საათში კორონავირუსზე 129 ტესტი ჩატარდა, საიდანაც ინფიცირების 1 შემთხვევა დადასტურდა.
სულ ოზურგეთში ჩატარებულია 23 287 ტესტი და დადასტურებულია 3262 შემთხვევა.
3262 ინფიცირებულიდან 29 გარდაიცვალა, 3088 კი გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 145 შემთხვევა, საიდანაც სტაციონარში 32, ოზურგეთის „მედალფაში“ 18, საკარანტინე სივრცეში 36, ბინაზე კი 77 ადამიანი მკურნალობს.