ოზურგეთში კორონავირუსით ინფცირების 6 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან აცნობეს.
ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 34 შემთხვევა, საიდანაც 19 სტაციონარში, 6 საკარანტინე სივრცეში, 9 კი ბინაზე მკურნალობს.