ოზურგეთში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა.
გარდაცვლილებიდან 1 ლიხაურის, მეორე კი კონჭკათის მკვიდრია.
გარდაცვლილია 90 წლის მამაკაცი, სამკურნალოდ კლინიკაში იყო გადაყვანილი. ასევე გარდაიცვალა 75 წლამდე ასაკის ქალბატონი“,_ გვითხრა ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, მაია ქუტიძემ.
სულ ოზურგეთში კორონავირუსით 28 ადამიანია გარდაცვლილი. სულ დადასტურებულია ინფიცირების 3242 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 3006 ადამიანი.