ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათში ჩატარებული ეპიდკვლევის შედეგები ცნობილია.
როგორც „გურია ნიუსთან“ საუბრისას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, არჩილ მჟავიამ განაცხადა, ტესტირება სულ 8 ადამიანს ჩაუტარდა და მათგან ინფიცირება არცერთს დაუდგინდა.
შეგახსენებთ, რომ გურიიდან თბილისში წასულ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ის დაახლოებით ერთი კვირის წინ ჯერ ჯუმათში, შემდეგ კი შეკვეთილში იმყოფებოდა. გამოკვლეული 8 პიროვნება მისი კონტაქტებია. აღნიშნულ პირებს განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდებათ.