ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, შსს „გურია ნიუსთან“ კომენტარს აკეთებს.
შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
პრესსამსახურში, ასევე, განაცხადეს, რომ დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა, რომ მამაკაცის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი დადგინდეს.