13 მაისს, საქართველოს მასშტაბით, სასკოლო და სააღმზრდელო პროცესი განახლდება. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, დილიდანვე ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი სკოლის და ბაღის მასწავლებლების ტესტირებას ატარებს.
“როგორც ცნობილია, ხვალ სკოლებში და ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდება. მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება ტესტირება. ამ დროისთვის აღებული ტესტებიდან კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა.
ეს პროცესი გეგმიურია და რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს“, _ გვითხრეს ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.