ოზურგეთში, თენიეშვილის ქუჩაზე, მიუსაფარმა ძაღლმა ათი წლის გოგონა დაკბინა.
ჩვენი წყაროს ცნობით, ის სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში და პირველი დახმარება აღმოუჩინეს.
„მედალფას“ დირექტორის დავით მდინარაძის ინფორმაციით, საავადმყოფოში მართლაც შეიყვანეს ძაღლისგან დაკბენილი გოგონა.
_ 11 წლის გოგონას ზურგზე ჰქონდა ერთი ნაკბენი. დაუმუშავდა ჭრილობა, გაუკეთდა ვაქცინაცია და გაეწერა ბინაზე, _ გვითხრა მდინარაძემ.
თენიეშვილის ქუჩაზე და, ზოგადად, ოზურგეთში, მიუსაფარი ძაღლების „სეირნობა“ არახალია.
_ არჩევნებზე რომ დაგვდევენ ხმებისთვის, ახლა სდიონ ამ ძაღლებს, სანამ შევუჭამივართ, _ გვეუბნებიან აქ მცხოვრებნი.
ვრცლად აღნიშნულ თემაზე „გურია ნიუსი“ უახლოეს დროში შემოგთავაზებთ მასალას.