ოზურგეთში ცოტა ხნის წინ მოკლული პირების ვინაობა ცნობილია. „გურია ნიუსის“ ინფორმაციით, მოკლულია გ.ფ და მისი დის მეუღლე (მათ ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებთ).
„გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, გ.ფ. რამდენჯერმე ნასამართლევია სხვადასხვა დანაშაულებისთვის.
გავრცელებული ინფორმაციით, ორივე პირი ავტომანქანაში ჩაცხრილეს და შემთხვევას თვითმხილველი არ ჰყავს.
როგორც ჩვენი წყარო ამბობს, სავარაუდოდ, გ.ფ. ქურდული სამყაროს წევრებს შორის დაპირისპირებას ემსხვერპლა.
მისივე ინფორმაციით, ის ქურდული სამყაროს წევრებთან დაკავშირებული პირია, ისევე როგორც მამამისი, რომელიც ამ დრომდე სასჯელს იხდის.
ორი პირის მკვლელობაზე სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრა შინაგან საქმეთა სამინისტრომ 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკველობას გულისხმობს.
„გურია ნიუსი“ აღნიშნულთან დაკავშირებით მუშაობას განაგრძობს და დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.