ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ, რომელიც ცოტა ხნის წინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთში მოხდა,შსს-მ გურია ნიუსთან კომენტარი გააკეთა.
უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-5 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
გზის სავალი ნაწილიდან მსუბუქი მანქანა გადავარდა და არის ერთი გარდაცვლილი. ჩანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, _ გვითხრეს პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთში ცოტა ხნის წინ მოხდა. თვითმხილველთა თქმით, მანქანა, რომელშიც ოჯახის წევრები ისხდნენ, სოფლის ეკლესიასთან ხრამში გადავარდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 13 წლის გოგონა, დანარჩენი ოჯახის წევრები სხვადასხვა დაზიანებებით ოზურგეთის მედალფას კლინიკაში არიან გადაყვანილი.