ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ოზურგეთში, ოზურგეთი-ბათუმის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, სოფელ ჭანიეთთან.
ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რა დროსაც სარტანსპორტო საშუალებებში მსხდომი ახალგაზრდები დაშავდნენ.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, ავარიის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.
აღნიშნულის შესახებ “გურია ნიუსი” შსს-ს დაუკავშირდა.
როგორც უწყების პრესსამსახურში გვითხრეს მომხდარზე საქმე აღძრულია სსსკ-ის 276-ე მუხლით, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.