ოზურგეთში, თაყაიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ მაღაზიაში მყიდველი და გამყიდველი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირნენ. უბრალო შელაპარაკება შემდეგ ისეთ ცემა-ტყეპაში გადაიზარდა, რომ ერთმანეთი დაასისხლიანეს.
როგორც ჩვენი წყარო გვიამბობს, ამ ყველაფერს გამვლელ-გამომვლელებიც ხედავდნენ.
_ჩხუბი უბრალო მიზეზით დაიწყო: მყიდველი ახალგაზრდა კაცი იყო, რომელმაც მაღაზიაში პირადი მოხმარების ნივთი შეიძინა, რომელზეც რაღაც დეფექტი აღმოაჩინა და უკან დაუბრუნა. შელაპარაკება ჯერ ხმამაღალ ყვირილში, ბოლოს კი ხელჩართულ დაპირისპირბაში გადაიზარდა. მყიდველმა და გამყიდველმა ერთმანეთი ცემით ისე დაასისხლიანეს, პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო, _ გვითხრა წყარომ.
აღნიშნულთან დაკავშირებით „გურია ნიუსი“ შსს-ს დაუკავშირდა.
უწყების ცნობით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქმე აღიძრა შესული შეტყობინების საფუძველზე. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის, 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.