ქალაქ ოზურგეთში მცხოვრებ ტატიანა სალუქვაძეს დღეს 100 წელი შეუსრულდა. იგი 1920 წელს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში დაიბადა.

შვილიშვილი, 3 შვილთაშვილი და 2 შვილთაშვილის შვილი _ ეს მისი შთამომავალია. ქალბატონი ტატიანა, წლების განმავლობაში საბავშვო ბაღში მუშაობდა. კერავდა საბნებს, ავლებდა ჩურჩხელებს და შემდეგ ჰყიდდა. ამზადებდა დამწვრობის საწინააღმდეგო უებარ წამალსაც და ცდილობდა, ოჯახში მყოფი ახალგაზრდებისთვის თავისი ცოდნა გადაეცა.
მუნიციპალიტეტის უხუცეს ქალბატონს იუბილე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა, გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ და რწმუნებულის მოადგილემ ქეთევან მოისწრაფეშვილმა მიულოცეს.

































































