ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილი ხდება, რომ დღეიდან ოზურგეთის განაპირა ქუჩებზე და სოფლების მიმართულებით, ადგილობრივი ხელისუფლების თხოვნით პოლიციის სამი ავტომობილი, მეგაფონით ივლის და მოსახლეობას შინ დარჩენაზე გაფრთხილებას მისცემს.
პოლიცია ასევე იმ წესებს შეახსენებს მოსახლეობას, რაც გარეთ გამოსულებმა უნდა შეასრულონ.