გურიაში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 1 პაციენტი გარდაიცვალა.
გარდაცვალების შემთხვევა ოზურგეთში დაფიქსირდა.
ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია ქუტიძემ „გურია ნიუსს“ განუცხადა, რომ გარდაცვლილი ოზურგეთის მაცხოვრებელი არ არის.
„გარდაცვლილი არის ფოთის მაცხოვრებელი, უბრალოდ აქ მკურნალობდა“,_ ამბობს ქუტიძე.