ამ წუთებში ქ. ოზურგეთში რუსთაველის ქუჩაზე, გურიის ყოფილი გუბერნატორის გია სალუქვაძის სახლს ცეცხლი უკიდია.ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო სამსახურები.
გია სალუქვაძის თქმით, ცეცხლი ბუხრიდან გაჩნდა. ხანძრის გაჩენის მომენტისთვის სახლში მარტო ბავშვი იმყოფებოდა.
ხანძრის შედეგად დაზიანებულია სახლის პირველი სართული.