https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ოზურგეთში ყოველწლიურად სოლიდური თანხა უხარისხო ნათურების შესყიდვის მიზნით იხარჯება- „ფატქმეტრი“

18:05; 27.05.2020
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრმა, 2018 წლიდან 2020 წლის მაისის ჩათვლით, მხოლოდ ნათურების შესაძენად, 360 034 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმა. აღნიშნულ ინფორმაციას „ფაქტმეტრი“ ავრცელებს.

როგორც სტატიაში თენგიზ ქუტიძის კომენტარიდან ირკვევა, მუნიციპალიტეტის (და არა მხოლოდ ოზურგეთის) ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველწლიურად სოლიდური თანხა უხარისხო ნათურების შესყიდვის მიზნით იხარჯება.

„ფაქტ-მეტრი“ აგრძელებს მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების ხარჯების კვლევას. ამ ეტაპზე კვლევის არეალში ა(ა)იპ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრი“ მოხვდა. ყურადღება ორგანიზაციის მიერ გასანათებელი მოწყობილობების, კერძოდ, ნათურების, შესყიდვის მიზნით გაფორმებულმა ხელშეკრულებებმა მიიპყრო, რომელთა ჯამური ღირებულება, 2018 წლიდან მიმდინარე პერიოდის ჩათვლით, 360 034 ლარს შეადგენს.

ა(ა)იპ „ოზურგეთის მომსახურების ცენტრი“ ოზურგეთის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. ორგანიზაცია 2018 წლის 22 თებერვალს დარეგისტრირდა და იმავე წლის 27 მარტს პირველი ტენდერი გამოაცხადა. „მომსახურების ცენტრმა“, პირველივე ჯერზე, 37760 ლარის ღირებულების ხელშეკრულება შპს „EL-GROUP”- თან გააფორმა და გასანათებელი მოწყობილობები შეიძინა – სხვადასხვა ტექნიკური მახასიათებლების ჩინური წარმოების (გარდა ერთი სახეობისა) დიოდური, სოდიუმისა და ეკონათურები, ჯამში 6630 ცალი, საიდანაც 5000 ცალი ეკონათურა იყო. იმავე წლის ივნისში, იმავე კომპანიისგან, ორგანიზაციამ კიდევ 21600 ლარის ღირებულების ნათურები შეისყიდა. ამჯერად 3620 ცალი, აქედან 3000 ცალი – მხოლოდ ეკონათურა. ნოემბერში შპს „ბასამ“ შემსყიდველს ხუთი დასახელების 970 ცალი ნათურა (ეკონათურა 800 ცალი) 8777 ლარად მიაწოდა. 2018 წლის ბოლოს იმავე მიმწოდებლისგან ორგანიზაციამ 5777 ლარად კიდევ 830 ცალი ნათურა (აქედან 500 ეკონათურა) შეიძინა.

2019 წელს გასანათებელი მოწყობილობების შეძენის მიზნით ორგანიზაციამ ჯამში 162 090 ლარი გახარჯა და 13800 ცალი ნათურა შეიძინა. მათ შორის, 8000-ზე მეტი ნათურა, საიდანაც 7000 ცალი მხოლოდ ეკონათურა იყო, შარშან, წლის დასაწყისში, 85720 ლარად შეისყიდა შპს „EL-GROUP”-ისგან, რომელსაც ტენდერში გამარჯვება სხვა კომპანიის დისკვალიფიკაციის ხარჯზე ერგო. იმავე წლის მაისში შპს „თორნიკესთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით, ორგანიზაციამ, 3250 ლარად, კიდევ 180 ცალი ნათურა შეიძინა. 2019 წლის ივლისში, ნათურების შესყიდვის მიზნით, ხელშეკრულება გაფორმებულია კვლავ შპს „EL-GROUP”- თან, ამჯერად 2240 ნათურის (2000 ცალი ეკონათურა) შესაძენად ბიუჯეტიდან 24450 ლარია გადახდილი. წლის დასრულებამდე შეძენილია კიდევ 650 ლარის ღირებულების 100 ცალი სოდიუმის ნათურა შპს „ჯეოლაითისგან“ და 1480 ცალი დიოდური და სოდიუმის ნათურა 22960 ლარად შპს „EL-GROUP“-ისგან, რომელმაც ხელშეკრულება ორი კომპანიის დისკვალიფიკაციის შედეგად მიიღო. წლის ბოლოს ამ კომპანიასთან „მომსახურების ცენტრმა“ კიდევ ერთი – 25000-ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა და 1800 ცალი ნათურა შეისყიდა. ყველა ამ ხელშეკრულების ვადა 2019 წლის 31 დეკემბრამდეა, ხოლო გარანტია – არანაკლებ 1 წელი.

2020 წლის იანვარში ორგანიზაციამ, 5058 ცალი დიოდური, სოდიუმისა და ეკონათურის შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ შპს „EL-GROUP“-ს 62645 ლარი უკვე გადაუხადა, ხოლო 4840 ცალ ნათურაში 61445 ლარი, შპს „თორნიკეს“ უნდა გადაუხადოს.

2018 წლიდან 2020 წლის მაისის ჩათვლით, ა(ა)იპ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრმა“ 35748 ცალი ნათურის შესყიდვაზე ჯამში 360034 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმა. გასანათებელი მოწყობილობებისთვის 2019 წელს გადახდილი თანხა, 2018 წელს ამავე მიზნით გაწეულ ხარჯს, 88116 ლარით აღემატება, გაზრდილია შეძენილი ნათურების რაოდენობაც. რაც შეეხება 2020 წელს, გასანათებელი მოწყობილობების შესაძენად პირველ ხუთ თვეში გაფორმებული ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება, შარშან მთელი წლის განმავლობაში გაწეულ ხარჯზე 37940 ლარით ნაკლებია. თუმცა უნდა ითქვას, რომ 2018 წელს აღნიშნული მიზნით – ოთხი, 2019 წელს – ხუთი, ხოლო 2020 წლის მაისის ჩათვლით მხოლოდ ორი შესყიდვა განხორციელდა. ყველა შესყიდვის დაფინანსების წყაროა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი, საიდანაც, ნათურების შესყიდვის გარდა, გაწეულია ელექტროენერგიის გამანაწილებლების, საკონტროლო აპარატურის, იზოლირებული მავთულებისა და გაყვანილობების შეძენის ხარჯიც, რომლის მოცულობაც, საანგარიშო პერიოდის გათვალისწინებით, 94290 ლარს შეადგენს. აქედან 2018 წელს – 30840 ლარს, 2019 წელს – 38634 ლარს და 2020 წლის მაისის ჩათვლით – 24817 ლარს.

„ფაქტ-მეტრი“ დაუკავშირდა ა(ა)იპ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრის“ დირექტორს თენგიზ ქუტიძეს და სთხოვა, აეხსნა, მუნიციპალიტეტს ყოველწლიურად ასეთი დიდი რაოდენობის ნათურების შესყიდვა რატომ სჭირდება. ორგანიზაციის ხელმძღვანელის განმარტებით: „ეს ნათურები ემსახურება მთლიანად ოზურგეთში, ქუჩებში, სოფლებში, რაც გარე განათების ქსელი მაქვს, იმას ხმარდება. ზოგჯერ ისეთი პრობლემები მაქვს, ჭექა-ქუხილი როცაა, კილომეტრობით ხაზიანად წვავს ყველაფერს. გარემო პირობების გარდა, ხარისხსაც ვეძებთ უკეთესს. ახლა რომ შემოვიტანეთ, შედარებით უკეთესია, რომ მოვიკვლიეთ ბაზარი, მეტ დროს რომ იმუშაოს. ფასებსაც ვეძებთ. შედარებითია ყველაფერი… ამ ბოლოს შემოვიტანეთ ლედნათურები, ეკონათურები. ხარისხი კი აქვს უკეთესი, მაგრამ ძაბვის ცვალებადობას ვერ უძლებს და ჩვენი ქსელი როგორი გამართულია, კი იცით… კონდენსატორები იწვება, ზოგი სკდება… მუნიციპალიტეტებს ვუკავშირდებით, რა გამოიყენეს, როგორი აქვს ხარისხი, რამდენ ხანს მუშაობს… გასულ წელსაც საკმაოდ დიდი იყო [ხარჯი]. აქ ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ჩვენ ფირმასაც ვერ ვუთითებთ. მაგალითად: ორიგინალი რომ მივუთითო, რომელსაც ხარისხი მეტი აქვს, [სახელმწიფო შესყიდვების] სააგენტო არ გვიშვებს. მხოლოდ პარამეტრები და დამთავრდა. პარამეტრებით შემოდის ჩინური წარმოების ყველა. ქალაქის ცენტრში მაქვს ადრე გაკეთებული ფილიპსის ნათურები და იშვიათად იწვება და ესენი მალე იწვება უფრო. დიახ, ბიუჯეტიდან თანხა იხარჯება [უხარისხო საქონლის შეძენაში] და ექსპერტის დასკვნა რომ მომთხოვეს, ის კი წერს, რომ შეესაბამება პარამეტრებს, მაგრამ ამას გრძელვადიანი გამოცდა უნდა, რომ გასინჯავ, კი შეესაბამება სიმძლავრეს, მაგრამ რამდენ ხანს მუშაობს… აი რომ უწერია 10000 საათი, პირობითად, მუშაობს 2000, 3000, 4000 საათი. ძაბვაზეც არის დამოკიდებული. მე შემიძლია, თუ ღირს ნათურა ეს 13 ლარი, გადავიხადო 25 ლარი და იმუშაოს დიდხანს. საერთო ჯამში მოგებული ვრჩებით. ეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უნდა გადაწყვიტოს. ყველა მუნიციპალიტეტი ასეთ დღეშია. სიტყვიერად მივმართე, მაგრამ სააგენტოს რომ ველაპარაკები, იქაც ვერ წყვეტენ. მე მივუთითე ფირმა და არა, არ ჩაწეროთ, არ შეიძლებაო. ლედნათურები, ბოლოს რაც შევისყიდე გასულ წელს, გაამართლა. ეკონათურები საერთოდ უნდა ამოვიღო, მაგას უჭირს საერთოდ ძაბვის ცვალებადობა. შარშან რომელი ლედნათურებიც შევიძინეთ, ის არის ჯერ, 90% მუშაობს ჯერ, თუ რამე გარე დაზიანება არ მოხდა“.

თენგიზ ქუტიძის კომენტარიდან ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტის (და არა მხოლოდ ოზურგეთის) ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველწლიურად სოლიდური თანხა უხარისხო ნათურების შესყიდვის მიზნით იხარჯება, რომლებსაც, ხელშეკრულებების თანახმად, ერთწლიანი გარანტია მაინც უნდა ჰქონდეს. თუმცა, უხარისხო საქონლისა და გაუმართავი ქსელის მიზეზით, ნათურები მწყობრიდან ადვილად გამოდის და პრობლემას თვითმმართველობა ახალი ნათურების შესყიდვით ებრძვის.

 წყარო: ფაქტმეტრი

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

საქალაქთაშორისო მგზავრობა გაძვირდა – რა მიმართულებაზე და რამდენით მოიმატა ფასმა

21:15; 27 იანვარი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

18:04; 27 იანვარი, 2026
საზოგადოება

სად აშენდება ახალი საბავშვო ბაღები გურიისა და სხვა მუნიციპალიტეტებში

17:40; 27 იანვარი, 2026
საზოგადოება

საავტომობილო გზების განცხადება – სად რა სახის ტრანსპორტზეა დაწესებული შეზღუდვა

16:52; 27 იანვარი, 2026
საზოგადოება

“უკომენტაროდ”- რა ფოტო ვრცელდება გურიიდან

16:37; 27 იანვარი, 2026

პრემიერმა მასტერკლასი ჩაგიტარათ გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს- კობახიძე

კობახიძე: ერთ მხარეს იყო აბსოლუტურად უსაგნო კრიტიკა, ხოლო მეორე მხარეს - საქმე და შედეგები

ყველა სიახლე

საზოგადოება

საქალაქთაშორისო მგზავრობა გაძვირდა – რა მიმართულებაზე და რამდენით მოიმატა ფასმა

21:15; 27.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

18:04; 27.01.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს „მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების“ კურსი დაემატა

18:01; 27.01.2026
საზოგადოება

სად აშენდება ახალი საბავშვო ბაღები გურიისა და სხვა მუნიციპალიტეტებში

17:40; 27.01.2026
საზოგადოება

საავტომობილო გზების განცხადება – სად რა სახის ტრანსპორტზეა დაწესებული შეზღუდვა

16:52; 27.01.2026
საზოგადოება

“უკომენტაროდ”- რა ფოტო ვრცელდება გურიიდან

16:37; 27.01.2026
სპორტი

თორნიკე შენგელიამ ევროლიგაზე მნიშვნელოვანი შედეგი დააფიქსირა

16:24; 27.01.2026
სპორტი

პიოტრ იანი: ჩემი შემდეგი ბრძოლა მერაბ დვალიშვილის წინააღმდეგ შედგება

16:12; 27.01.2026
სამართალი

ქმარმა ცოლი მოკლა

16:05; 27.01.2026
სამართალი

და-ძმის ცხედრები იპოვეს

15:21; 27.01.2026
პოლიტიკა

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს ცინცაბაძის ჯგუფის საქმეებზე აღსრულების პროგრესზე კრიტიკული ანგარიში წარუდგინეს

15:12; 27.01.2026
სამართალი

პროკურატურამ უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

14:54; 27.01.2026
ფინანსები

თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში- დაიბრუნე 30% Extra-ზე

14:24; 27.01.2026
საზოგადოება

ოზურგეთში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 1 086 000 ლარია გამოყოფილი

14:18; 27.01.2026
სამართალი

რატომ დააკავეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე

14:14; 27.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო